|
2016-12-26 09:36:20, 836 ნახვა
საზოგადოება
N5 დაწესებულებაში წინასაახალწლოდ ნანა მესხის კონცერტი გაიმართა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5 პენიტენციურ დაწესებულებაში, მსჯავრდებული ქალბატონებისთვის, წინასაახალწლოდ, კომპოზიტორისა და შემსრულებლის ნანა მესხის კონცერტი - „ფარვანა“ გაიმართა. კომპოზიტორთან ერთად, კონცერტში „თბილისური კვარტეტი“, მომღერალი გიორგი მეფისაშვილი, მსახიობები თამარ მაყაშვილი და ჯანო იზორია მონაწილეობდნენ. საღამოს მონაწილეებმა ნანა მესხის ავტორობით შექმნილი და სხვა ცნობილი სიმღერები შეასრულეს. თამარ მაყაშვილმა და ჯანო იზორიამ კი, ლექსები წაიკითხეს. ნანა მესხთან ერთად, საღამოს დასასრულს, მსჯავრდებულმა ქალბატონებმაც იმღერეს. N5 დაწესებულების დირექტორმა ნესტან ვერულაშვილმა კონცერტის ინიციატორსა და მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მსგავსი სახის საღამოები მსჯავრდებულებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მათ რესოციალიზაციას უწყობს ხელს. მისი თქმით, სასჯელაღსრულების სამინისტროს ხელმძღვანელობა მსგავს ინიციატივებს ყოველთვის მხარს უჭერს და მომავალშიც ასე გაგრძელდება. კომპოზიტორი ნანა მესხი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ მსჯავრდებულებისთვის მსგავსი სახის ღონისძიებები, თავის მეგობრებთან ერთად, სამომავალოდაც გამართოს. „დღეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა, მე ადრეც ჩავატარე ქალთა დაწესებულებაში საავტორო საღამო. სამინისტროს მენეჯმენტმა მხარი დამიჭირა, რომ კონცერტის ჩატარების იდეა რეალიზებულიყო და დღეს ეს ლამაზი მუსიკალური საღამო გაგვემართა. გვინდოდა ქალბატონებისთვის კიდევ ერთი ლამაზი დღე გვეჩუქებინა. ყველაფერმა კარგად ჩაიარა და იმედია, მათ ეს დიდხანს გაჰყვებათ სასიამოვნოდ. ნანახით გაოცებული ვარ, აქ ყველანაირი პირობაა იმისთვის, რომ ადამიანმა თავი ღირსეულად იგრძნოს“, - განაცხადა ნანა მესხმა. კონცერტის პარალელურად, სტუმრებისთვის, მსჯავრდებულთა მიერ პენიტენციურ დაწესებულებაში დამზადებული ნივთებისა და ნაკეთობების გამოფენაც გაიმართა. ამასთან, კონცერტის ფარგლებში, დაწესებულებას გადაცემა „სხვა რაკურსის“ წამყვანი გია ჯაჯანიძეც სტუმრობდა. (NS)
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
დროა: ელენე ხოშტარია ციხიდან ვივამედში გადაჰყავთ, უკვე გზაშია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)