|
2015-03-26 11:47:35, 556 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბავშილი: მოვუწოდებ უსაქმურებს, დაკავდნენ რეიტინგების შესწავლით
„ვისაც არ აქვს საქმე, მხოლოდ ის არის დაინტერესებული რეიტინგების ზრდით, თუ კლებით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა IRI-ს კვლევებთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, რეიტინგები მისთვის საინტერესო არ არის. „რაც შეეხება რეიტინგებს, მე ამაზე არასოდეს არ გამიკეთებია განსაკუთრებული აქცენტი და დიდი ყურადღება არ მიმიქცევია. ის მთავრობა და ის პრემიერ-მინისტრი იქნება, პრეზიდენტი, თუ მინისტრები, რომლებიც მხოლოდ რეიტინგებზე ფიქრობენ და ოცნებობენ, ისინი არ არიან გულწრფელები. ცალკე განსჯის საგანია ეს რეიტინგები, ვინ აკეთებს, რა მეთოდოლოგიაა და ვინ ასრულებს ამ სამუშაოებს, მე მქონდა კითხვები. მნიშვნელობა არ აქვს ვინ ატარებს ამ რეიგინგებს, მთავარია ვინ ასრულებს ადგილზე სამუშაოებს. თუმცა, ეს არ არის საინტერესო ჩემთვის ამ ეტაპზე. ჩემთვის მთვარია მოსახლეობა იყოს კმაყოფილი მთავრობის მუშაობით და თუ ჩემი მინისტრები იქნებიან მაღალი რეიტინგით მოსარგებლე, რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის არის კიდევ უფრო მეტად საინტერესო, ვინაიდენ ეს ნიშნავს, რომ მთავრობა როგორც ერთიანი, არის მაღალრეიტინგული. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რეიტინგებზე ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ. ჩვენ უნდა ვიფიქროთ მეტი საქმის კეთებაზე და იმაზე, თუ როგორ შევუმსუბუქოთ მოსახლეობას მდგომარეობა. ჩემთვის საზრუნავი არის ლარის კურსი, როგორ გადავუვადოთ მოსახლეობას ეს სხვაობა, როგორ გავზარდოთ ეკონომიკა, როგორ შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილები და არა რეიტინგები. რეიტინგები არის უსაქმურების საქმე, ვისაც არ აქვს საქმე ის არის მხოლოდ დაინტერესებული რეიტინგების ზრდით, თუ კლებით. ასე რომ მოვუწოდებ უსაქმურებს, დაკავდნენ ამ რეიტინგების შესწავლით“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)