16:22 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-20 16:30:12, 1095 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის დელეგაცია მიიღო.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას კომიტეტის დელეგაციამ მხარდაჭერა გამოთქვა საქართველოს ასოცირების დღის წესრიგის იმპლემენტაციის საკითხთან დაკავშირებით.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების შესახებ ხელშეკრულების მიმდინარეობის საკითხები და ისაუბრეს იმ კონკრეტულ ბენეფიტებზე, რომელიც    DCFTA - ს  საქართველოსათვის მოაქვს.

დელეგაციის წევრებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესი სწრაფად დასრულდება.

მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები.

ევროკავშირი - საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის დელეგაციამ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს ბერლინში მომხდარი ტრაგედიის გამო გამოხატული თანაგრძნობისათვის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics