13:41 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-19 17:46:10, 1325 ნახვა

პოლიტიკა
თბილისში ბელარუსის საელჩო გაიხსნება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 20 დეკემბერს ქვეყანას ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმერ მაკეი ეწვევა. 
 
უწყების ინფორმაციით, ოფიციალური შეხვედრების პარალელურად ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის საელჩოს გახსნის ოფიციალური ცერემონია. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმერ მაკეი.
 
ვიზიტის ფარგლებში ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ვლადიმერ მაკეი ასევე შეხვდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს.
 
ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. ვლადიმერ მაკეი ასევე მოინახულებს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics