|
2015-03-25 16:31:14, 437 ნახვა
პოლიტიკა
ჟან-კლოდ ფრეკონი: რუსეთი მეზობელი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის საქმეებში ერევა
ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებათა კონგრესის სესიაზე კონგრესის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ ფრეკონმა რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის ხელმოწერილ ე.წ. „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულებასთან“ დაკავშირებით გუშინ განცხადება გააკეთა. ჟან- კლოდ ფრეკონის თქმით, რუსეთის ფედერაციამ სამხრეთ ოსეთთან/საქართველო ე.წ ხელშეკრულების ხელმოწერით, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა და რუსეთის ევროპის საბჭოში გაწევრიანების დროს აღებული საერთაშორისო ვალდებულებები კიდევ ერთხელ დაარღვია. „ძალიან ვწუხვარ ამ პროვოკაციულ ინიციატივასთან დაკავშირებით: ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსიიდან ერთი წლის თავზე და საქართველოს მეორე რეგიონთან - აფხაზეთთან გაფორმებული მსგავსი ტიპის ე.წ. ხელშეკრულების დადებიდან ექვსი თვის შემდეგ, რუსეთის ფედერაციამ სამხრეთ ოსეთთან/საქართველო ე.წ ხელშეკრულების ხელმოწერით კიდევ ერთხელ უხეშად დაარღვია ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა და რუსეთის ევროპის საბჭოში გაწევრიანების დროს აღებული საერთაშორისო ვალდებულებები. ეს ინიციატივა საფრთხეს უქმნის ევროპის რეგიონის სტაბილურობას და არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ რუსეთი ერევა მეზობელი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის საქმეებში. მოვუწოდებთ რუსეთს საბოლოოდ შეწყვიტოს მეზობელ ქვეყნებზე ზეწოლა,“- ნათქვამია განცხადებაში. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის 3 დეკემბერს, კონგრესმა ასევე დაგმო რუსეთისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის დადებული ე.წ. „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)