13:39 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-16 19:08:30, 1633 ნახვა

პოლიტიკა
მომავალ წელს საქართველოს პოლონეთის პრეზიდენტი ანჟეი დუდა ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს დღეს პოლონეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ, პრეზიდენტმა  ახლადდანიშნულ ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს.

პოლონელმა დიპლომატმა გიორგი მარგველაშვილს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, არაღიარების პოლიტიკის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების მტკიცე მხარდაჭერა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე, პოლონეთის პრეზიდენტის ანჟეი დუდას ვიზიტისათვის მზადების საკითხს, რომელიც საქართველოს მომავალ წელს ეწვევა.

მარიუშ მაშკიევიჩმა აღნიშნა, რომ პოლონეთის რესპუბლიკის ელჩის რანგში, იგი ძალისხმევას არ დაიშურებს ორი ქვეყნის ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურების საქმეში.

საქართველოს პრეზიდენტმა პოლონეთის ახლადდანიშნულ ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics