12:11 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-15 17:06:41, 1173 ნახვა

პოლიტიკა
ოთარ კახიძე: მთავრობა მოსახლეობის მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ ოთო კახიძის განცხადებით, მთავრობა იმის ნაცვლად, რომ მოსახლეობისთვის პრობლემების შემსუბუქებით იყოს დაკავებული, მათ მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებს.

როგორც კახიძემ აღნიშნა, ლარის გაუფასურება და ეკონომიკური ზრდის შემცირებას თავისის მიზეზები აქვს.

„ჩვენი მოქალაქეები, რომელთა წინაშეც ანგარიშვალდებულები ვართ, შეშფოთებულები არიან, რადგან ეკონომიკური ზრდის შემცირებამ გააუარესა თითოეული მათგანის მდგომარეობა. ეს გამოიხარტება შემდეგში - ლარის გაუფასურებამ პროდუქტზე ფასების ზრდა გამოიწვია, კატასტროფულად გაძვირდა მედიკამენტები.

მდგომარეობა, რომელიც ახლა გვაქვს ძალიან სავალალოა, რადგან ნაცვლად იმისა, რომ ამ გამოსავალს ვეძებდეთ, მთავრობა ინიციატივით გამოდის, რომლითაც დამატებით აძვირებს ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებს.

ლარის გაუფასურება და ეკონომიკური ზრდის შემცირებას თავისის მიზეზები აქვს. მაგალითად - 2013 წლის დასაწყისში ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა დავოსში ეკონომიკურ ფორუმზე თქვა, რომ საქართველოს მოწინავე ადგილები საერთაშორისო რეიტინგებში  სიცრუეა. ეს უთხრა ინვესტორებს, რითაც ისინი დააფრთხო, არათუ მოიზიდა.

საქართველოს იუსიტიციის სამინისტრომ კი შემიმუშავა და ხელისუფლებამ დაამტკიცა ისეთი რეგულაციები, რომლებმაც  უვიზო მიმოსვლას, ეკონომიკურ განვითარებას დაარტყა“, - განაცხადა კახიძემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics