02:15 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-14 11:56:08, 981 ნახვა

საზოგადოება
ამ ეტაპზე მეტროს ყველა სადგური მგზავრებს შეუფერხებლად ემსახურება

თბილისის მეტროს პირველი ხაზის ყველა სადგურზე   11:18  საათიდან  მოძრაობა სრულად აღდგა.  ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.

სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისმა სამსახურებმა  მეტროსადგურ „სამგორში“ არსებული ძაბვის მიწოდების პრობლემა აღმოფხვრეს.

შეგახსენებთ, 09:55 საათზე სადგურ „სამგორში“, საკონტაქტო რელსზე ძაბვის მიწოდების შეფერხების გამო, პირველ ხაზზე მატარებლები მოძრაობდნენ ზონურად, „ახმეტელის თეატრიდან“ „300 არაგველამდე“.

ამ ეტაპზე მეტროს ყველა სადგური მგზავრებს შეუფერხებლად ემსახურება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics