03:26 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-13 11:53:19, 1389 ნახვა

საზოგადოება
ომბუდსმენი: ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მოთხოვნა, საახალწლო კონცერტის წამყვანი მამაკაცი იყოს, სქესის ნიშნით დისკრიმინაციაა

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ზესტაფონის მუნიციპალიტეტი საახალწლო კონცერტის წამყვანად მამაკაცს ეძებს.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ დასაქმების სფეროდან ქალთა სეგრეგაციის მიზნით სხვადასხვა შეზღუდვების დაწესება, სამწუხაროდ, დღეს ისევ აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს, თუმცა, ქალთა გამორიცხვის მსგავსი აშკარა მცდელობა საჯარო ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებით საგანგაშოა.

„იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, შესაბამისი პირობები შექმნას ქალების მიერ შრომის უფლების სრულყოფილი რეალიზაციის უზრუნველსაყოფად, თვითმმართველობის ორგანო თავად უწყობს ხელს დასაქმების სფეროში ქალთა მიმართ დისკრიმინაციული შეხედულებების დამკვიდრებას“,-ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics