|
2016-12-12 19:54:16, 1383 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე: გასაკვირია პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, მონაწილეობა არ მიიღოს საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობაში
მაშინ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი პირველ რიგში უნდა იყოს კონსტიტუციის დაცვის გარანტი, მაშინ როდესაც კომისიის ფორმატში მსჯელობის ცენტრი უნდა იყოს პარლამენტში, როგორც მინიმუმ, რბილად რომ ვთქვათ, გაკვირვებას იწვევს პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, მონაწილეობა არ მიიღოს ამ კომისიის საქმიანობაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, პრეზიდენტის ადმინისტრაციას საშუალება ჰქონდა ორი წარმომადგენლით მიეღო მონაწილეობა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში. "პრეზიდენტის ადმინისტრაციის საშუალება ჰქონდა, ორი წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობა მიიღოს ამ კომისიის მუშაობაში, ემსჯელათ სხვადასხვა საკითხებზე და დაეცვათ საქართველოს კონსტიტუცია”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)