00:56 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-10 16:44:54, 1199 ნახვა

საზოგადოება
სოზარ სუბარი გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარს ფილიპო გრანდის შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარს ფილიპო გრანდის შეხვდა.

დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართულმა მხარემ უმაღლეს კომისარს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ რთულ ვითარებაზე, ჟენევის მოლაპარაკებებზე, განსაკუთრებით, მეორე სამუშაო ჯგუფში შექმნილ მდგომარეობაზე მიაწოდა ინფორმაცია. მინისტრმა აღნიშნა, რომ ჟენევის პროცესში UNHCR-ის როლს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების ინტეგრაციის, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისა და სოციალური დახმარების კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ნაბიჯებს.

ფილიპო გრანდიმ მინისტრს ვიზიტისა და გაეროს უმაღლეს კომისართან 2017 წლის დიალოგში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.  ფილიპო გრანდიმ აღნიშნა, რომ UNHCR-ის მანდატის მიუხედავად,  ლტოლვილთა საკითხებთან ერთად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას  იძულებით გადაადგილებულ პირებთან მიმართებით ოფისის საქმიანობის გააქტიურებას ანიჭებს.  ბატონმა გრანდიმ დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობასთან ოფისის თანამშრომლობა და იმედი გამოთქვა, რომ ეს პროცესი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. შეხვედრის დროს მინისტრმა სოზარ სუბარმა  უმაღლესი კომისარი საქართველოში მოიწვია.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ქ. ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი შალვა ცისკარაშვილი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი თამარ ბასილია და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის ევროპის ბიუროს თანამშრომლები.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics