23:40 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-08 15:13:49, 1553 ნახვა

საზოგადოება
"ექსპო ჯორჯია"-ში დღეს „თბილისის ჯანდაცვის ფორუმი“ გაიხსნა

საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში, „თბილისის ჯანდაცვის ფორუმი“ გაიხსნა. ღონისძიებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია დაესწრო. მინისტრის მოადგილემ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ჯანდაცვის სფეროს განვითარებაში ფორუმის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი.

გამოფენაზე ფარმაკოლოგია, სამედიცინო ტექნოლოგია, აღჭურვილობა, ლაბორატორია, დიაგნოსტიკა, საავადმყოფოები, სამედიცინო დაწესებულებები, სტომატოლოგიური მედიცინა, ტექნიკა, პრეპარატები და ესთეტიკური მედიცინაა წარმოდგენილი. 

„თბილისის ჯანდაცვის ფორუმზე“ წლის შემაჯამებელი სამდღიანი საერთაშორისო კონფერენციების სერია მოეწყობა. ღონისძიების ფარგლებში, სპეციალური საჭიროების სტომატოლოგიის კონფერენცია და ახალგაზრდა სტომატოლოგთა ფორუმი გაიმართება, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო სპიკერების სამეცნიერო-პრაქტიკული ნაშრომები და სტომატოლოგიური ინოვაციები იქნება წარმოდგენილი. 

„თბილისის ჯანდაცვის ფორუმში“ წელს მსოფლიოს 10 ქვეყნიდან 62 კომპანია მონაწილეობს. ღონისძიება დღეს გაიხსნა და 10 დეკემბერს დაიხურება. 
 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics