22:25 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-08 12:45:32, 2256 ნახვა

საზოგადოება
8 მარტს დაბადებულთა შორის მამაკაცებს ქალბატონები სჭარბობენ

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში 8 მარტს დაბადებული 16 511 ადამიანი ცხოვრობს, აქედან 10 101 ქალბატონია, ხოლო 6 410 - მამაკაცი.

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული კვლევა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ხარისხის მართვის სამსახურმა ჩაატარა.

8 მარტს ყველაზე მეტი ბავშვი 1990 წელს დაიბადა. ამ წელს ქალთა საერთაშორისო დღეს დაბადებული 273 ახალშობილი დარეგისტრირდა.

რაც შეეხება რეგიონებს, 8 მარტს დაბადებულთა უმეტესობა

იმერეთში (2 085), ქვემო–ქართლში (2 000), აჭარაში (1 457), კახეთში (1 437), სამეგრელო–ზემო სვანეთში (1 178), აფხაზეთში (1 023), შიდა–ქართლში (1 000), სამცხე–ჯავახეთსა (622) და მცხეთა–მთიანეთში (599) ცხოვრობს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics