|
2016-12-07 14:23:05, 4378 ნახვა
კულტურა
ხვალ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის გამომცემლობა „კენტავრის" ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმში ხვალ 17:00 საათზე ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, თეატრმცოდნე - მარიკა მამაცაშვილის მონოგრაფიის - „პიტერ ბრუკის რეჟისორული ძიებანი - 2X2 ≠ 4" - პრეზენტაცია გაიმართა. „პიტერ ბრუკის რეჟისორული ძიებანი" სათეატრო რეჟისურას შეეხება. წიგნში განხილულია თეატრი მთელი თავისი სირთულეებით. თეატრი, როგორც კულტურის ერთ-ერთი სახელოვნებო დარგი, მისი შემადგენელი ცალკეული ნაწილებით, როგორებიცაა: დრამატურგია, სამსახიობო შესრულების ტექნიკა, თეატრალური სივრცე, კოსტიუმი, გრიმი, მუსიკა, ცეკვა, სიმღერა, მაყურებელი, და ბოლოს, რეჟისურა, როგორც ყოველივე ამის გამაერთიანებელი. ავტორის აზრით, პიტერ ბრუკის შემოქმედების განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ მან არა მხოლოდ გაიზიარა მსოფლიო თეატრის კულტურული გამოცდილება, არამედ ახლებურად წარმოაჩინა საკუთარ შემოქმედებაში. ბრუკმა მეცნიერებაც კი ხელოვნების სამსახურში ჩააყენა. სწორედ ამიტომ, იგი ერთდროულად რეჟისორიცაა და მეცნიერიც. ის არა მარტო პრაქტიკოსი რეჟისორია, არამედ საკუთარი შემოქმედების და მთლიანად თეატრის დაუღალავი მკვლევარიც. მისამართი: აღმაშენებლის გამზირი 40 (NS)
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)