|
2016-12-02 14:27:13, 1980 ნახვა
ეკონომიკა საზოგადოება
Bloomberg-ის ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში 1 დოლარი 2.5575 ლარი ღირს
Bloomberg-ის ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში დღევანდელი დღის მონაცემებით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გამყარების ტენდენციით ხასიათდება და მისი შეძენა 2.5575 არის შესაძლებელი, - ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემის ვებ გვერდზეა ასახული. გამოცემის ინფორმაციით დღიური მაჩვენებელი ასე გამოიყურება : 2.5525 - 2.5912 ლარი. ცნობისთვის, Bloomberg-ზე ვაჭრობა დღეს, 1 დოლარი 2.5825 კურსით დაიწყო და ლარის კურსი 2.5525 -მდე გამყარდა. ამასთან, თბილისის დროით 15:00 საათზე 1 დოლარის შეძენა Bloomberg-ზე 2.5575 ლარად იქნება შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ გუშინ 1 აშშ დოლარის შეძენა Bloomberg-ზე 2.5638 კურსით იყო შესაძლებელი და ამავე კურსით დასრულდა. ცნობისთვის, საქართველოს კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის ღირებულება 2.57-დან 2.61 ლარამდე მერყეობს. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, სავალუტო ჯიხურებში 1 დოლარის ღირებულება 2.54-2.58 ლარამდე მერყეობს, ხოლო მისი გაყიდვა 2.54-2.55 ლარადაა შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში კიდევ 5 თეთრით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს 2.5871 ლარი ღირს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)