|
2016-11-30 12:28:14, 1338 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ჭიაბერაშვილი: ივანიშვილის მთავრობამ გამოგვიცხადა, როგორ აპირებს, გააღარიბოს ხალხი კიდევ უფრო მეტად
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, მთავრობამ ცხოვრების კიდევ უფრო გაძვირების გეგმა წარმოადგინა. როგორც ჭიაბერაშვილი აცხადებს, არცერთი ნაბიჯი, რომლის გადადგმასაც მთავრობა აპირებს, ლარის გაუფასურებისა და ფასების ზრდის შეჩერებას არ ემსახურება. ‘’გუშინ ივანიშვილის მთავრობამ გამოგვიცხადა, როგორ აპირებს, კიდევ უფრო გაუძვიროს ცხოვრება მოქალაქეებს, როგორ ამოაცალოს ფული ჯიბიდან ადამიანებს, როგორ გააღარიბოს ხალხი კიდევ უფრო მეტად. იმის ნაცვლად, რომ დაწიონ გადასახადები, ზრდიან გადასახადს და პრობლემას უქმნიან ათიათასობით ადამიანს“, - აცხადებს ჭიაბერაშვილი. მისი თქმით, აქციზის გაზრდა ნავთობპროდუქტებზე ნიშნავს ბენზინსა და დიზელზე ფასების ზრდას, რასაც ჯაჭვურად მოყვება ფასების ზრდა ყველა ძირითად პროდუქტზე. „ლარის გაუფასურების გამო ფასების ზრდა ისედაც მაღალია სურსათსა და მედიკამენტებზე, სამწუხაროდ, მთავრობის ნაბიჯი ამ პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებს. ეს ხდება იმ პირობებში, როდესაც კვირიკაშვილი ამაყად აცხადებს, რომ პენსია არ გაიზრდება. არცერთი ნაბიჯი, რომლის გადადგმასაც ივანიშვილის მთავრობა აპირებს, არ ემსახურება ლარის გაუფასურებისა და ფასების ზრდის შეჩერებას და ექნება საპირისპირო ეფექტი. დაანონსებული ნაბიჯები ავლენს, რომ ხელისუფლებას არ აქვს ხედვა, როგორ გამოიყვანოს ქვეყანა იმ ეკონომიკური კრიზისიდან, რომელშიც თვითონვე შეიყვანა განვლილი 4 წლის განმვალობაში გადადგმული ასეთი არაკომპეტენტური და უგუნური ნაბიჯებით. მთავრობის მიდგომაა მაღალი გადასახადებით მეტი ფული წაართვას ხალხს და მერე თავისი სურვილების მიხედვით ანაწილოს ეს ფული საკუთარ პრემიებსა და დანამატებზე, არაფრისმომცემ სამთავრობო პროგრამებზე, საკუთარი ნათესავებისთვის იაფი კრედიტების მიცემაზე, კომფორტსა და არასაჭირო სამივლინებო ხარჯებზე. ეს მიდგომა ფუნდამენტურად მცდარია, ქვეყანა შეყავს კიდევ უფრო ღრმა ეკონომიკურ კრიზისში და გამოიწვევს მოქალაქეების კიდევ უფრო მეტ გაღარიბებას’’, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)