|
2016-11-29 19:04:09, 1822 ნახვა
ეკონომიკა
თამბაქოზე აქციზური გადასახადი 60 თეთრით გაიზრდება
2017 წელს თამბაქოზე აქციზური გადასახადი 60 თეთრით გაიზრდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პირველმა ვიცე-პრემიერიმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა. „რამდენიმე ნაწარმზე აქციზური გადასახადი გაიზრდება. შემდეგ წელს თამბაქოზე 60 თეთრით გაიზრდება აქციზური გადასახადი, ერთ კოლოფზე, შესაბამისად, ეს მოგვცემს მნიშვნელოვან შემოსვალებს სახელმწიფო ბიუჯეტში”, - აღნიშნა ქუმსიშვილმა. "ასევე, ავტომობილების იმპორტზე აქციზის განაკვეთის ზრდა მოხდება, ჯამში მოგვცემს 45 მილიონი ლარის შემოსავლების მობილიზების შესაძლებლობას, სიგარეტთან მიმართებაში გათვალისწინებუილ გვაქვს, რომ 10%-იანი კლება მოხდება მოხმარების, მეორე შემთვევაში გათვალისიწნებული გვაქვს რომ 25%-იანი შემცირება მოხდება. ამავე დროს სათამაშო ბიზნესთან მიმართებაში ასევე იზრდება გადასახადი ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობისას მიღებული ფსონბების ჯამი დაიბეგრება 5%-ის ნაცვლად, 10%-ით, რაც მოგვცემს 30 მილიონით დამატებით აკუმულირების შესაძებლობას და ასევე 30%-ით იზრდება სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი განაკვეთი მაგიდებთან, დაკავშირებით რაც 20 მილიონი ლარით დამატებით შემოსავლების მობილიზების შესაძლებლობას მოგვცემს. აქაც გათვალისწინებული გვაქვს, რომ სდადღაც 3დან 5%-მდე მოხდება შემცირება მოხმარების, ასევე გვაქვს რამოდნეიმე გადასხადი. გათვალისიწნებუილა აქციზის ზრდა ნავთობპროდუქტებზე, მათ შორის ბენზინზე 250 ლარი -დან 500 ლარამდე გაიზრდება ერთ ტონაზე. დიზელზე 150 ლარიდან 400 ლარამდე გაიზრდება , გაზზე 80 ლარიდან -200 ლარამდე გაიზრდება 100 კუბა მეტრზე, აქაც გათვალისიწნებული გვაქვს 10%-იანი მოხმარების შემცირება",-აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)