00:52 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-29 15:16:43, 761 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი სპეციალური ოპერაციების ძალებს სამშობლოს სამსახურისთვის მადლობას უხდის

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სპეციალური ოპერაციების ძალებს დაარსებიდან 17 წლისთავს ულოცავს.

ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი სპეციალური ოპერაციების ძალებს დაარსებიდან 17 წლისთავს ულოცავს. ზუსტად 17 წლის წინ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით შეიქმნა  დანაყოფი, რომლის არსებობა უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების განმტკიცებისათვის. ეს დანაყოფი არის ნათელი მაგალითი ნატოს წევრ ქვეყნებთან წარმატებული თანამშრომლობის, რომლის შედეგადაც საქართველო კიდევ უფრო დაცული ხდება, ხოლო შეიარაღებული ძალები ნატოს სტანდარტებთან თავსებადი. პრეზიდენტი მადლობას უხდის სპეციალური ოპერაციების ძალებს სამშობლოს სამსახურისთვის“, - განაცხადა მიშველაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics