00:51 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-29 14:44:15, 765 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის თაობაზე უმაღლეს საბჭოში კონსულტაციებს გამართავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის თაობაზე, აჭარის ა.რ. უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციებს გამართავს.

ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცხადა.

„დღეს საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის, პირველი პუნქტის, „ვ" ქვეპუნქტის შესაბამისად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის თაობაზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ  პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციებს გამართავს.  კონსულტაციების დასრულების შემდეგ, პრეზიდენტი შერჩეულ კანდიდატურას საზოგადოებას გააცნობს  და,  ამავე დროს, გადაუგზავნის საქართველოს მთავრობას წინასწარი თანხმობის მისაღებად. შემდეგ კი, პრეზიდენტი აღნიშნულ კანდიდატს დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს“, - განაცხადა ეკა მიშველაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics