13:54 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-24 15:40:20, 623 ნახვა

საზოგადოება
ანა დოლიძემ დეპუტატებს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ უშიშროების საბჭოს წარდგინება გააცნო

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს დღეს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წარდგინება გააცნო, რომელიც „2017 წლისათვის საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცებას" შეეხება.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებას, რომ 2017 წელს სამხედრო ძალების რაოდენობა განისაზღვროს არაუმეტეს 37 000 ადამიანისა.

„მომვალ წელს სამხედრო ძალების რაოდენობა იგივე რჩება, რაც წელს იყო. შესაბამისად,  მოხარულები ვართ, რომ ეს გადაწყვეტილება კომიტეტმა მიიღო", - განაცხადა ანა დოლიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics