12:41 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-21 14:49:20, 700 ნახვა

საზოგადოება
უზენაეს სასამართლოსთან "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით, ტელეკომპანიის მხარდამჭერები აქციას მართავენ.

აქციაზე ასევე იმყოფებიან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და ტელეკომპანიის თანამშრომლები.

როგორც ჟურნალისტებს "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ზაალ უდუმაშვილმა განუცხადა, აქციის მიზანია კიდევ ერთხელ შეახსენონ საქართველოს უზენაეს სასამართლოს, თუ რა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებს დღეს ქართული ინსტანციის ყველაზე მაღალი მართლმსაჯულება.

"ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ქვეყნისთვის და ჩვენ გვინდა ის პასუხისმგებლობა შევახსენოთ კოლეგიას, რომელიც ახლა ზის და რუსთავი 2"-ის საქმეს განიხილავს. ძალიან რთულია რაიმე პროგნოზის გაკეთება, გამომდინარე იქიდან, თუ რა პროცესები გამოიარა ტელეკომპანიამ. მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს უზენაეს სასამართლოში და ჩვენი საქმე დაუბრუნდება წინა ინსტანციას განსახილველად", - განაცხადა უდუმაშვილმა.

უზენაეს სასამართლოსთან მიბილიზებულია საპატრულო პოლიცია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
კეიკო ფუჯიმორი პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics