10:28 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-16 20:09:31, 979 ნახვა

საზოგადოება
ავსტრიის რადიო „Österreich 1“-ის ეთერში საქართველოს შესახებ გადაცემათა ციკლი დაიწყო

ავსტრიაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით ავსტრიის საზოგადოებრივი მაუწყებლის (ORF) რადიო არხი - „Österreich 1" 12 ნოემბრიდან მსმენელს საქართველოს შესახებ გადაცემათა ციკლს „საქართველო - მეზობლად" სთავაზობს.

რადიო-პროექტი, რომელიც 55 გადაცემას მოიცავს, ერთი კვირის განმავლობაში გადაიცემა რადიოს პირდაპირ ეთერში. 12 ნოემბრიდან 19 ნოემბრამდე ყოველი დღის საეთერო ბადეში საქართველოს ხუთიდან თერთმეტამდე გადაცემა ეძღვნება, ისინი თემატურად არის გადანაწილებული შემდეგ რუბრიკებში: საზოგადოება, მუსიკა, რელიგია, კულტურა და მეცნიერება.

რადიო გადაცემათა ციკლი სახელწოდებით: „საქართველო - მეზობლად" (Nebenan: Georgien) საქართველოში ვიზიტის საფუძველზეა მომზადებული. 

გადაცემების მოსმენა შესაძლებელია რადიოს ინტერნეტ მისამართზე: http://oe1.orf.at/themen/more/nebenan/programm_past





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის საჰაერო ძალებმა წყნარ ოკეანეში B-2-დან გაშვებული LRASM რაკეტა გამოსცადეს
მოსკოვს კვლავ დრონებმა დაარტყეს, დაიბომბა ნოვოროსიისკის პორტიც
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics