08:12 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-20 19:36:56, 443 ნახვა

პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრი საქართველოში აშშ-ის ელჩს შეხვდა

 საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ  საქართველოში აშშ-ის ელჩს რიჩარდ ნორლანდს უმასპინძლა. შეხვედრას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები - გოჩა რატიანი, ლევან ღირსიაშვილი და აშშ-ის სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი მეთიუ დიმიკი დაესწრნენ.

შეხვედრაზე საუბარი აშშ-საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს შეეხო. ყურადღება გამახვილდა სამხედრო-პოლიტიკურ სფეროში ურთიერთობაზე. მხარეებმა თავდაცვის სფეროში აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

მათ უელსის სამიტზე მიღებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების საკითხებზე და აღნიშნულ პროცესში აშშ-ის ჩართულობაზე იმსჯელეს. საქართველოს თავდაცვის უწყების პრიორიტეტების განხილვისას აშშ-ს ელჩმა ქართულ მხარეს მხარდაჭერა აღუთქვა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ერთმორწმუნე რუსეთმა ქრისტიანობის უძველესი სიმბოლო პეჩერის ლავრა დაბომბა
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics