www.businessaward.ge.  

" />
08:39 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-09 10:55:43, 1608 ნახვა

ეკონომიკა
მიეცით თქვენს რჩეულ კომპანიას გამარჯვების შანსი!

„ხალხის რჩეულის" გამოვლენამდე 9 დღე რჩება. იაქტიურეთ და ხმა მიეცით თქვენს რჩეულ კომპანიას, რომელიც მონაწილეობს თიბისი ბანკისა და ჯეოსელის ერთობლივ პროექტში „ბიზნესდაჯილდოება 2016". ხმის მიცემა და კომპანიების ჩამონათვალის ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე www.businessaward.ge.  

თიბისი ბანკისა და ჯეოსელის ერთობლივი პროექტი კულმინაციას მიუახლოვდა, ხმის მიცემა ონლაინ რეჟიმში ნომინაციისთვის „ხალხის რჩეული" რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. ნომინაციაში „ხალხის რჩეული"  200-ზე მეტი კომპანია დარეგისტრირდა. ხმის მიცემისთვის აუცილებელია, რომ  იყოთ სოციალურ ქსელ Facebook-ის მომხმარებელი;  ერთ მომხმარებელს შეუძლია 24 საათში ერთხელ მისცეს ხმა.

ხმის მიცემა ონლაინ  რეჟიმში 17  ნოემბრამდე გაგრძელდება, ხალხის რჩეული კი  ის კომპანია გახდება, რომელიც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს.

„ბიზნესდაჯილდოება 2016" თიბისი ბანკისა და ჯეოსელის ერთობლივი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში არსებული ბიზნესების განვითარების ხელშეწყობას და მეწარმეობის  პოპულარიზაციას.   პროექტი რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და მასში 523 კომპანია იღებს მონაწილეობას. კოპანიები შემდეგ ნომინაციებში დარეგისტრირდნენ: წლის ტურისტული ბიზნესი, წლის აგრობიზნესი, წლის ქართული პროდუქტი, წლის ინოვაციური ბიზნესი, წლის მცირე ბიზნესი და ხალხის რჩეული.  ყველა ნომინაციაში, (გარდა ხალხის რჩეულისა), დამოუკიდებელმა კომისიამ უკვე გამოავლინა 3-3 ფინალისტი.

გამარჯვებულების გამოვლენა კი 17 ნოემბერს მოხდება.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics