12:39 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-09 09:12:48, 1783 ნახვა

სამართალი
შსს-მ ქურდობის ბრალდებით 6 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდობის ბრალდებით 6 პირი დააკავა.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის და ნინოწმინდის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონიძიებების შედეგად, ექვსი პირი: 1993 წელს დაბადებული მ.მ., 1995 წელს დაბადებული მ.ჯ., 1995 წელს დაბადებული უ.ჯ., 1994 წელს დაბადებული ა.ვ., 1993 წელს დაბადებული პ.ა. და 1998 წელს დაბადებული გ.უ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში ახალქალაქის და ნინოწმინდის რაიონების სხვადასხვა სოფელში ქურდობის 6 ფაქტი ჩაიდინეს. ბრალდებულებმა გაქურდეს სასურსათო მაღაზიები და სწრაფი ჩარიცხვის აპარატები, საიდანაც ფული და სხვადასხვა დასახელების სიგარეტი წაიღეს. ასევე დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირებმა ნინოწმინდის რაიონში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სოფელ ფოკის საზოგადოებრივი ცენტრის შენობაში განთავსებული ერთ-ერთი ბანკის სერვისცენტრი გაქურდეს, საიდანაც ფული და პლასტიკური ბარათები მოიპარეს.

პოლიციამ, ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.

ექვსივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ანგარიშს აქვეყნებს
მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის - მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას
ქალი პოლიტიკოსები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ და ელენე ხოშტარიას სოლიდარობა გამოუცხადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics