|
2016-11-01 15:48:32, 1453 ნახვა
ეკონომიკა
პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, ახალი ინდური ფილმის გადაღებები გრძელდება
საქართველო, როგორც კინოგადაღების მოედანი, უფრო და უფრო დატვირთული ხდება და კინოინდუსტრიის წახალისების პროგრამით „გადაიღე საქართველოში“ დაინტერესებულთა რიცხვი ყოველდღიურად მატულობს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, მისი ამოქმედებიდან 7 თვეში კიდევ ერთი, რიგით მეხუთე პროექტი ხორციელდება. ახალი, ინდური მძაფრსიუჟეტიანი მხატვრული ფილმის “პსვ გარუდა ვეგას” გადაღებები 1 ნოემბერს დაიწყო. გადასაღებ მოედანს დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ქეთევან ბოჭორიშვილი ეკონომიკის სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორთან, ანი კვარაცხელიასთან ერთად ესტუმრა. აღსანიშნავია, რომ ინდური კომპანია საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, მათ შორის ბორჯომში, კახეთში, ჭიათურაში, ბათუმსა და თბილისში 20 ნოემბრის ჩათვლით გადაიღებს მორიგ ფილმს. თბილისის შემდეგ ისინი ბათუმს ესტუმრებიან, მოგვიანებით კი გადაღებები კახეთში გაგრძელდება. როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ქეთი ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ეს არის რიგით მეხუთე პროექტი, რომელიც ,,გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება. „ამ პროექტმა ასობით ადგილობრივი ადამიანი დაასაქმა. ,ფილმის გადაღებები 30 დღე გაგრძელდება. გადაღებები არა მარტო თბილისში, არამედ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მიმდინარეობს. პროექტში ჩართულია არაერთი ქართული კომპანია, რომელიც გადამღებ ჯგუფს შესაბამის დახმარებას უწევს“ - განაცხადა ქეთი ბოჭორიშვილმა. რაც შეეხება ფილმის რეჟისორსა და მსახიობებს, ისინი მოხარულები არიან, რომ გადაღებები საქართველოში მიმდინარეობს. მათი განცხადებით, ქვეყანას კინოწარმოების დიდი პოტენციალი გააჩნია. ,,მოხარულები ვართ აქ ყოფნით. საქართველო ძალიან ლამაზი ქვეყანაა. წელიწადის ამ დროს თქვენთან ცივა, თუმცა ამას გადაღებებისთვის ხელი არ შეუშლია. ქართველები მეგობრულები არიან და ძალიან გვეხმარებიან. ჩვენ, გადამღებ ჯგუფთან ერთად ძალიან კარგ პროდუქტს ვქმნით. სტარტი 13 ოქტომბრიდან ავიღეთ. გადაღებები ჯერ ბათუმში, ამჟამად თბილისში მიმდინარეობს, ხვალ ისევ ბათუმში ვბრუნდებით, შემდეგ კი კახეთში გადავინაცვლებთ. მთლიანობაში დროს სასიამოვნო ვატარებთ, ვიღებთ გამოცდილებას და ვიმედოვნებთ, რომ ამ გამოცდილების მიღებას სამომავლოდაც დავგეგმავთ“ - განაცხადა ფილმის რეჟისორმა პრავეენ სატარუმ. „მეწარმეობის განვითარების სააგენტოს“ ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში საქართველოში 790 000 ლარი დაიხარჯება და გადაღებების პირველ ეტაპზე 20 მსახიობი დასაქმდება. პროგრამის ფარგლებში უკვე მიმდინარე პროექტების განხორციელების შედეგად საქართველოში ჯამში 7 310 000 მილიონი ლარი დაიხარჯება, ხოლო ადგილობრივად 650 ადამიანი დასაქმდება. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ამჟამად სხვადასხვა საერთაშორისო პროდიუსერებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები დამატებით რამდენიმე ფილმის გადაღებაზე საქართველოში. აღსანიშნავია, რომ ამავე პერიოდში საქართველოში განხორციელდა არაერთი რეკლამის თუ მუსიკალური ვიდეორგოლის გადაღებები, რაც ასევე ხელს უწყობს ქვეყნის, როგორც აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო გადასაღები ლოკაციის პოპულარიზაციას.
(NS)
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)