00:44 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-01 14:13:46, 759 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი პარლამენტის პირველ სხდომას ცესკო-ს მიერ შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების შემდეგ მოიწვევს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი მოიწვევს პარლამენტის პირველ სხდომას, რომელსაც თავად გახსნის და პარლამენტს სიტყვით მიმართავს, - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

რაც შეეხება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, მიშველაძის თქმით, უსკოს მიერ შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების შემდეგ, პრეზიდენტი აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომას დანიშნავს.

„არჩევნები დასრულდა. ამ ეტაპზე, მნიშვნელოვანია  დროული და ადეკვატური რეაგირება ყველა დარღვევაზე, რაც გამოვლინდა არჩვენების განმავლობაში.  ეს მნიშვნელოვანია როგორც პოლიტიკური პროცესის სამართლიანობისთვის, ასევე ზოგადად საარჩევნო სისტემის სანდოობისთვის და გარდა ამისა, მომავალი არჩევნებისთვის, რომ მოხდეს ხარვეზების აღმოფხვრა და არჩევნების უკეთ ორგანიზება“, - განაცხადა ეკა მიშველაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics