|
2016-10-31 00:08:26, 804 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე: არჩევნებში გამარჯვება „ქართული ოცნებისთვის“ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა
არჩევნებში გამარჯვება „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდისთვის არის მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა, რათა ქვეყნის წინაშე მდგარი ყველა ამოცანა განახორციელოს,- ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. დავით ბაქრაძემ ამომრჩევლებს მხარდეჭრისა და ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. „პირველ რიგში, მინდა, მადლობა ვუთხრა ყველა იმ ამომრჩეველს, ვინც მოვიდა და კიდევ ერთხელ, მეორე ტურში დააფიქსირა „ქართული ოცნების“ გამარჯვება. მინდა, მადლობა ვუთხრა ყველა დამკვირვებელს, რომელმაც მაქსიმალურად უზრუნველყო, რომ დღეს საარჩევნო პორცესთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არსებობს. საქართველომ დიდი ნაბიჯი გადადგა წინ ამ გამარჯვებით. „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდისთვის ეს არის მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა, რომ განახორციელოს ყველა გეგმა, რომელიც ჩვენ ქვეყანას აქვს“, - აღნიშნა ბაქრაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)