21:44 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-30 21:57:16, 798 ნახვა

პოლიტიკა
არჩევნების მეორე ტურში ყველაზე მაღალი აქტივობა მცხეთაში, ყველაზე დაბალი კი, გორში დაფიქსირდა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 20:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა გამოაქვეყნა.

როგორც ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ყველა საარჩევნო უბანზე  ამომრჩეველთა აქტივობამ 37.5%შეადგინა, რაც რაოდენობრივად 929265 ამომრჩეველია.

რაც შეეხება ოლქების მიხედვით აქტივობას,  საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, ყველაზე მეტი ამომრჩეველი  37- ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის მცხეთის საოლქო- საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე დაფიქსირდა, სადაც ამომრჩეველთა აქტივობამ 62.53% შეადგინა.

ასევე,  50 მაჟორიტარულ ოლქს შორის ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა 44-ე მაჟორიტარული ოლქის ახალციხე/ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისიების სამოქმედო ტერიტორიაზე, სადაც ამომრჩეველთა აქტივობამ 56.27.% შეადგინა.

60-ე მაჟორიტარული ოლქის  ლანჩხუთისა და ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიების სამოქმედო ტერიტორიაზე (52.27%).

20:00  საათის მდგომარეობით, ყველაზე დაბალი აქტივობის მაჩვენებლი დაფიქსირდა 41-ე მაჟორიტარული ოლქის გორის საოლქო-საარჩევნო  კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე- 21.84 % და ასევე თბილისში, მე-9 მაჟორიტარული ოლქის ისნის საოლქო-საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე, სადაც მოცემული დროისათვის გამოცხადდა ამომრჩეველთა 27.3%.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
პოლიცია მატარებლებშიც იქნება
ივანიშვილის რეჟიმი ინგლისურ ენას ბავშვებს პირველი კლასიდან აღარ ასწავლის
ევროპის სახალხო პარტია: ჩვენ ყოველთვის საქართველოს ხალხის მხარეს ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics