21:44 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-30 19:15:44, 739 ნახვა

პოლიტიკა
50 ოლქის მიხედვით, პირველი წინასწარი შედეგები ცესკო-ში ოქმების შემოსვლის დაწყებიდან დაახლოებით 2 საათში გამოქვეყნდება

ცესკო-ს სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, დღეს, საღამოს რვა საათზე, მას შემდეგ, რაც საარჩევნო უბნები დაიხურება და ხმების დათვლის პროცედურა დაიწყება, შემაჯამებელი ოქმები მიღებისთანავე, ეტაპობრივად აიტვირთება ვებგვერდზე http://results.cec.gov.ge/

მისივე განმარტებით, ცესკო-ში ოქმების შემოსვლის დაწყებიდან დაახლოებით 2 საათში, ვებგვერდზე 50 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის მიხედვით, პირველი წინასწარი შედეგები გამოქვეყნდება.

„შემოსული ოქმების მონაცემები ოპერატორების მიერ, სპეციალურ პროგრამაში იქნება შეყვანილი და ცესკო-ში ოქმების შემოსვლის დაწყებიდან დაახლოებით, 2 საათში ვებგვერდზე გამოქვეყნდება პირველი წინასწარი შედეგები 50 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის მიხედვით. წინასწარი შედეგები ეტაპობრივად განახლდება შემოსული ოქმების საფუძველზე“,-აღნიშნა ანა მიქელაძემ.

უბნების დახურვამდე დაახლოებით 2 საათია დარჩენილი. საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
პოლიცია მატარებლებშიც იქნება
ივანიშვილის რეჟიმი ინგლისურ ენას ბავშვებს პირველი კლასიდან აღარ ასწავლის
ევროპის სახალხო პარტია: ჩვენ ყოველთვის საქართველოს ხალხის მხარეს ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics