01:52 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-30 17:50:26, 7283 ნახვა

საზოგადოება
შსს-მ კადრებზე, რომელშიც ახალგაზრდები მოხუცს “კისტის” თოფს ესვრიან, გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებზე, რომელშიც ახალგაზრდები მოხუც ქალს „კისტის” თოფიდან ესვრიან, გამოძიება დაიწყო.

როგორც უწყებაში "ექსპრესნიუსს" განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით აღიძრა, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია ვიდეოში მონაწილეთა ვინაობა და აღნიშნულზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ვიდეოჩანაწერს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თეა პერტაია გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ოჯახში ძალადობის ყველა სავარაუდო ფაქტზე შსს-ს მხრიდან ადეკვატური რეაგირება იქნება.

"ოჯახში ძალადობის ყველა სავარაუდო ფაქტზე შსს-ს მხრიდან ადეკვატური რეაგირება იქნება! ბევრმა ნახა ვიდეოჩანაწერი, სადაც ხანდაზმულ ადამიანს, წინასწარი მონაცემებით, მისივე ოჯახის წევრები პნევმატური იარაღიდან ესვრიან... ფაქტზე დაიწყო გამოძიება. შემთხვევა, შესაბამისად, გადაკვალიფიცირდა 126-ე პრიმა მუხლით, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს - გზავნილი პოტენციური მოძალადეებისთვის!", - აღნიშნა პერტაიამ.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ვიდეო 29 ოქტომბერს გამოქვეყნდა. კადრებში ჩანს, თუ როგორ სასტიკად „ეხუმრებიან“ შვილიშვილები მოხუც ქალს. კადრებმა საზოგადოებაში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია, მათი ნაწილი შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქმის სასწრაფოდ აღძვრისკენ მოუწოდებდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics