|
2016-10-29 18:33:14, 744 ნახვა
პოლიტიკა
საყვარელიძე: დავით უსუფაშვილის გადაწყვეტილება გასაკვირი არ არის
„რაც შეეხება უსუფაშვილის გადაწყვეტილებას, უკვე გასაკვირი არ არის“,-ასე შეაფასა ექსპერტმა პოლიტიკურ საკითხებში რამაზ საყვარელიძემ „ექსპრესნიუსთან“ საუბარში პარლამენტის თავმჯდომარის მიერ „რესპუბლიკური პარტიის“ დატოვება. ექსპერტის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილება მისასალმებელიც არის. „რაც შეეხება უსუფაშვილის გადაწყვეტილებას, უკვე გასაკვირი არ არის.ჩვენ რამდენიმე გადაწყვეტილება ვნახეთ, ზუსტად იდენტური არა, მაგრამ არის შემთხვევა როდესაც ჯგუფი და ლიდერი ერთმანეთს არ ეთანხმება. ამიტომ ლიდერი ტოვებს ჯგუფს. ანუ დინამიკა დაიწყო ამ არჩევნების შემდეგ პარტიებს შიგნით და ეს დინამიკა მისასალმებელია. არჩევნებმა დაანახა ყველას, რომ ამომრჩეველი რბილად, რომ ვთქვათ კრიტიკულად არის განწყობილი პარტიების მიმართ. არ მოსწონთ ეს პარტიები. ფაქტია, რომ ხმა არ მისცეს. შესაბამისად, ყველა პარტიას, ვიმეორებ იმათი ჩათვლითაც ვინც შევიდა პარლამენტში, ყველას დაუდგა გზის გაგრძელების საკითხი. მოულოდენლი არ არის ეს გადაწყვეტილება და ვიტყოდი, რომ მისასალმებელიც არის. იმიტომ რომ ეს ნაბიჯები იმის წინაპირობაც არის, რომ სამომავლოდ შეიძლება პოლიტიკური პარტიების სურათი შეიცვალოს და იგი უფრო საინტერესო, დინამიური და მრავალფეროვანი გახდეს“,-განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)