|
2016-10-29 18:03:44, 670 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: ვერ მიხილავთ ვერანაირ სამთავრობო და სასამართლო თანამდებობაზე
პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ის არანაირ სახელისუფლებო, სამთავრობო და სასამართლო თანამდებობაზე არ აპირებს საქმიანობის გაგრძელებას. როგორც უსუფაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ის საქმიანობას ოპოზიციურ პოლიტიკურ ველზე გააგრძელებს: „მე კიდევ ორიოდე კვირა მიხილავთ ამ შენობაში. ორიოდე კვირის შემდეგ, ვერ და არ მიხილავთ ვერანაირ სახელისუფლებო დაწესებულებაში, სამთავრობო თანამდებობაზე,სასამართლო თანამდებობაზე, თუ სხვა თანამდებობაზე. ძალიან მკაფიოდ ვაცხადებ, რომ მე ვაგრძელებ საქმიანობას ოპოზიციურ პოლიტიკურ ველზე“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა. შეგახსენებთ, დავით უსუფაშვილმა „რესპუბლიკური პარტია" დატოვა. მისი თქმით, პარტიის დამფუძნებლებს და სხვა ლიდერებს აქვთ შემდგომი საქმიანობის თაობაზე პოლიტიკური, ტაქტიკური და ღირებულებითი ხედვები, რომლებსაც ის არ იზიარებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)