2016-10-28 15:38:51, 695 ნახვა
საზოგადოება
ვითიბი ბანკის მხარდაჭერით, ქართველი მოფარიკავეები მსოფლიო თასის გათამაშებაზე გაემგზავრებიან
მიმდინარე წლის 2 – 4 დეკემბერს უნგრეთის ქალაქ -გიორში ტარდება მსოფლიო თასის გათამაშება ფარიკაობაში. ვითიბი ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობის მისაღებად, ექვსი ქართველი მოფარიკავე გაემგზავრება. სპორტსმენები იასპარეზებენ ხმლებით, როგორც პირად, ასევე გუნდურ შეჯიბრებებზე.
ფარიკაობის მსოფლიო რეიტინგში საქართველო მეცამეტე ადგილს იკავებს. უნგრეთში ქართველი მოფარიკავეების მონაწილეობა ხელს შეუწყობს მსოფლიოს რეიტინგში გუნდის პოზიციების გაუმჯობესებას.
ვითიბი ბანკი, აქტიურად აგრძელებს ქართული სპორტის მხარდაჭერას, ხელს უწყობს სპორტსმენების საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას, რაც მათ მომავალ განვითარებასა და წინსვლას ეხმარება.
(R)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან