01:45 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-27 18:23:33, 857 ნახვა

საზოგადოება
თბილისის საქალაქო სასამართლომ „პატრიოტთა ალიანსის“ სარჩელი არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ "პატრიოტთა ალიანსის" სარჩელი არ დაააკმაყოფილა და ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმი უცვლელად დატოვა. 

პარტია ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის იმ ნაწილის გაუქმებას ითხოვს, რომლითაც, არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, გადასანაწილებელი 17 მანდატიდან "პატრიოტთა ალიანსმა" 3 მანდატი მიიღო და ფრაქციის შესაქმნელად (6 მანდატი) საჭირო 3 მანდატი დაემატა, დარჩენილი 14 კი, "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის გადანაწილდა. 

"პატრიოტთა ალიანსში" ამბობენ, რომ კონსტიტუციით განსაზღვრული მანდატების თანაბარი განაწილების პრინციპი დაირღვა და მათ 6-ის ნაცვლად, 10 მანდატი უნდა მიეღოთ. 

ცესკო-ს წარმომადგენელი თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიამ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი გამოსცა კანონის და კონსტიტუციის სრულ შესაბამისობაში. 

„როგორ და რა წესით უნდა გადანაწილდეს მანდატები, ამის ინტერპრეტირება ხდება ორგანულ კანონში. ჩვენ ვეთანხმებით ამას. ეს თამაშის წესები ბევრად ადრე იყო დადგენილი, ვიდრე საარჩევნო პროცესი დაიწყებოდა. ყველა მონაწილე მხარემ იცოდა, რომ ასეთ შემთხვევაში მანდატები ასე გადანაწილდებოდა. ახლა რომ შეცვლილიყო თამაშის წესები, როდესაც ყველამ თავის შედგი იცის და მერე მოეხდინა კანონმდებელს კონსტიტუციის ასეთი სახით ინტერპრეტირება, როგორსაც ჩვენი მოწინააღმდეგები ამბობენ, კიდევ დასაჯერებელი იქნებოდა. ახლა კი, ყველა ამ თამაშის წესებით შევიდა ამ თამაშში და დადგენილი წესებით განაწილდა მანდატები“,-განმარტა შარმანაშვილმა. 

​"პატრიოტთა ალიანსის" წევრები აცხადებენ, რომ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics