16:17 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-27 10:28:22, 705 ნახვა

პოლიტიკა
სტოლტენბერგი: რუსეთი მზადაა, სამხედრო ძალა მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ გამოიყენოს

 „რუსეთი მზადაა სამხედრო ძალა მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ გამოიყენოს, როგორც ეს საქართველოსა და უკრაინაში მოხდა“,-ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი რუსეთთან მოლაპარაკებების მომხრეა, თუმცა ვალდებულია კრემლის ქმედებებზე შესაბამისი რეაგირება მოახდინოს.

„თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს კონტინგენტის გაზრდაზე ვისაუბრეთ. შეერთებული შტატები, კანადა, ჰოლანდია, გერმანია, პოლონეთი და თურქეთი მზად არიან რეგიონში ალიანსის გაძლიერებას შეუწყონ ხელი. ნატო-ს საერთაშორისო გუნდი არსებული ძალების სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო მოქმედებების დახვეწაზე იმუშავებს. შეხვედრაზე ასევე რუსეთის მიერ ბოლო დროს განხორციელებული ქმედებები განვიხილეთ. ისინი აგრძელებს მაშტაბურ წვრთნებს ნატო-ს საზღვრებთან ახლოს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ რუსეთი მზადაა სამხედრო ძალა მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ გამოიყენოს, როგორც ეს საქართველოსა და უკრაინაში მოხდა. რუსეთისგან ასევე მუქარის შემცველი რიტორიკა გვესმის. აქედან გამომდინარე ნატო ვალდებულია მტკიცე შეკავების პოლიტიკა განახორციელოს,“-განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გაორმაგების დღე Galleria Tbilisi-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
„სელფი“ Tbilisi Open Air 2026-ის ტელეკომ პარტნიორია
აბაშაში, საქართველოს ბანკში ერთი პირი შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა
საქართველოსა და უზბეკეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics