|
2016-10-26 12:46:43, 1425 ნახვა
ეკონომიკა
გარდაბანში კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მეორე ბლოკი აშენდება
სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ (სნგკ), გარდაბანში კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მეორე ბლოკის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. პროექტის განხორციელების მიზნით, გარდაბანში სიმბოლურად ჩაიდო კაფსულა და გაკეთდა ფილა. ღონისძიებაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი დავით თვალაბეიშვილი, შპს “ გარდაბნის თბოსადგურ 2“-ის ხელმძღვანელობა, მთავრობის წევრები და ჩინელი სტუმრები მონაწილეობდნენ. როგორც პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, თბოელექტროსადგურის მშენებლობა, ეს არის კიდევ ერთი ახალი ენერგია საქართველოს ენერგოსისტემაში და კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის გზაზე. „კიდევ ერთი თბოელექტროსადგურის მშენებლობა იწყება. ეს იქნება კომბინირებული წვის, ანუ ძალიან ენერგოეფექტური თბოელექტროსადგური. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ზამთრის პერიოდში ვერ ვიკმაყოფილებთ საკუთარი გენერაციით ჩვენი ქვეყნის მოთხოვნას ელექტროენერგიაზე დამდასზე მოთხოვნა იზრდება. ამიტომ, აუცილებელია ასეთი ტიპის დამაბალანსებლების შექმნა საქართველოს გენერაციის სისტემაში. კონტრაქტორი კომპანია გამოვლინდა ტენდერის შედეგად, ეს არის ჩინური კომპანია. მოხარული ვართ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ობიექტის მშენებლობას ჩაეყრება დღეს საფუძველი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 29 სექტემბერს, სნგკ-ს შვილობილ შპს „გარდაბნის თბოსადგური 2“-სა და „China Tianchen Engineering Corporation (TCC)“-ს შორის, გარდაბანში 230 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის პროექტირების შესყიდვის და მშენებლობის (Engineering Procurement Construction) ხელშეკრულება უკევ გაფორმდა. ასევე, ხელი მოეწერა გარდაბანში 230 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის პროექტის განხორციელების (იმპლემენტაციის) ხელშეკრულებას საქართველოს მთავრობას, შპს „გარდაბნის თბოსადგური 2“-ს, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ და სს "ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს" შორის. კომბინირებული ციკლის ახალი ენერგოეფექტური თბოელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გაშვება 2020 წლის ზამთრის სეზონისთვის იგეგმება. დაგეგმილ პროექტს უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია ქართული ენერგეტიკული სისტემისა და მთლიანად ენერგოსექტორის მდგრადობისთვის და წარმატებული განვითარებისთვის. China Tianchen Engineering Corporation (TCC) ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საინჟინრო-ინდუსტრიული კორპორაციაა, რომელიც 1953 წელს აღმოსავლეთ ჩინეთის ქალაქ ტიანჯინში დაარსდა. ამ ეტაპზე კომპანიის წლიური შემოსავალი მილიარდ აშშ დოლარს აღემატება, ხოლო საერთაშორისო საინჟინრო პროექტები 30-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს. სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანიაა, რომლის საქმიანობის ძირითად სფეროს ნავთობის და გაზის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მფლობელობა განეკუთვნება. კომპანია ერთ-ერთი მთავარი მონაწილეა საქართველოს ბუნებრივი გაზის ბაზარზე, აქტიურად არის ჩართული ელექტროენერგიის გენერაციაში, ნავთობ-გაზის ლოჯისტიკაში და სხვა მნიშვნელოვან ენერგეტიკულ პროექტებში. სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ აქტივებს სს „საპარტნიორო ფონდი" განკარგავს. სს ,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ მინიჭებული აქვს BB- საერთაშორისო საინვესტიციო რეიტინგი.
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)