|
2016-10-26 11:35:06, 1443 ნახვა
ეკონომიკა
პაშა ბანკი საქართველოში სატელეკომუნიკაციო შეხვედრების - TMG 2016-ის სპონსორია
26-27 ოქტომბერს გაიმართება ყოველწლიური ორ-დღიანი ღონისძიება TMG 2016 -„სატელეკომუნიკაციო შეხვედრები საქართველოში“, რომელსაც უკვე მეორე წელია სპონსორობას უწევს პაშა ბანკი. „სატელეკომუნიკაციო შეხვედრები საქართველოში“ 2010 წლიდან ტარდება და მას ყოველწლიურად 100-მდე დელეგატი ესწრება საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთის და ევროპის საშუალო და მსხვილი სატელეკომუნიკაციო კომპანიებიდან. აღნიშნული ღონისძიება მნიშვნელოვანია ამ სექტორში მოქმედი საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიებისთვის როგორც გამოცდილების და ცოდნის გაზიარების კუთხით, ასევე საქმიანი ურთიერთობების დასამყარებლად. TMG-ს მონაწილეთა შორის არიან სხვადასხვა ქვეყნის მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორები, ინტერნეტ-პროვაიდერები, ქსელის ოპერატორები და სხვადასხვა საკომუნიკაციო აღჭურვილობის მწარმოებლები, მათ შორის: LINX Telecom (ნიდერლანდები), Apelby Communications (ჩეხეთი), PCCW Global (ჰონგკონგი), OTEGLOBE (საბერძნეთი), Turkcell Superonline (თურქეთი) და სხვები. რეგიონის მიმართ მზარდი ინტერესიდან გამომდინარე, აღნიშნული სატელეკომუნიკაციო კომპანიები ყოველ წელიწადს სტუმრობენ „სატელეკომუნიკაციო შეხვედრებს“ ქართულ კომპანიებთან არსებული ურთიერთობების გასამყარებლად და ახალი პარტნიორობის დასაწყებად. „პაშა ბანკი უკვე მეორე წელია მხარს უჭერს აღნიშნულ ღონისძიებას, რაც კიდევ ერთხელ გამოხატავს ბანკის მზადყოფნას, ხელი შეუწყოს ადგილობრივი ბიზნესის და ეკონომიკის წინსვლას. ვიმედოვნებთ, ეს შეხვედრები შედეგიანი იქნება ქვეყნის სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიის განვითარებისთვის, ჩვენ კი სამომავლოდაც გავაგრძელებთ მსგავსი პროექტების მხარდაჭერას.“- აღნიშნა გოგა ჯაფარიძემ, პაშა ბანკის კომერციულმა დირექტორმა და დირექტორთა საბჭოს წევრმა. “უკვე მეორე წელია, პაშა ბანკი ღონისძიების სპონსორის როლში გვევლინება. გამომდინარე იქიდან, რომ პაშა ბანკი ყოველთვის გვერდში უდგას ქვეყნის ეკონომიკური წარმატებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, მიესალმება ყველანაირ სიახლეს და ინოვაციას, ჩვენთვის ძალიან სასიხარულო ფაქტია მათი მხარდაჭერა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ინიციატივასაც ბანკი შესაბამისად აფასებს”.- განაცხადა TMG-ის ორგანიზატორმა, სოფი ამირანაშვილმა.
(R)
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)