09:13 - 13 Jun, 2026
|
2016-10-24 13:51:16, 5145 ნახვა
კულტურა
„თიბისი გალერეა“ რუსუდან ფეტვიაშვილის ალბომის პრეზენტაციას და ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს
25 ოქტომბერს, 19:00 საათზე, „თიბისი გალერეა“ ცნობილი ქართველი მხატვრის რუსუდან ფეტვიაშვილის პირველი სრული ალბომის პრეზენტაციას და მისივე ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს. ალბომი მხატვრის 200-მდე ნამუშევარს აერთიანებს, მათ შორისაა ბავშვობის პერიოდის ნახატები, გრაფიკა, ფერწერა, ილუსტრაცია. რუსუდან ფეტვიაშვილის ალბომი ხელმისაწვდომია ქართულ და ინგლისურ ენებზე და მისი შეძენა პრეზენტაციაზე იქნება შესაძლებელი. ალბომი გამომცემლობა „არტანუჯმა" კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოსცა. დასწრება თავისუფალია! მისამართი: მარჯანიშვილის ქ.7, თიბისი გალერეა, თიბისი ბანკის სათავო ოფისი (მე-4 სართული).
(R)
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)