11:44 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-22 11:18:08, 617 ნახვა

პოლიტიკა
თემურ ხუბულური ამომრჩეველთან შეხვედრებს აგრძელებს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ ხუბულური ამომრჩეველთან შეხვედრებს აგრძელებს.

მაჟორიტარობის კანდიდატი გორის მუნიციპალიტეტის სოფლების: ტყვიავის, მარანას , დიცისა და ქორდის მოსახლეობას შეხვდა.

თემურ ხუბულურმა ადგილობრივებს 30 ოქტომბერს არჩევნებში მონაწილეობისკენ და ქვეყნის უკეთესი მომავლის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„მე მჯერა ჩემი რაიონის მოსახლეობის . მათ არაერთხელ გამომიცხადეს მხარდაჭერა და ნდობა,მინდა მოვუწოდო თითოეულ მოქალაქეს 30 ოქტომბერს მივიდეს საარჩევნო უბანზე და ჩვენი ქვეყნის წინაშე დაკისრებული მოქალაქეობრივი ვალი მოიხადოს, რამეთუ მათი სწორი არჩევანი ჩვენი ქვეყნის ნათელი ხვალინდელი დღის საწინდარია“,-განაცხადა თემურ ხუბულურმა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ქვეყანაში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„ჩვენმა ხელისუფლებამ 4 წლის განმავლობაში მთელი რიგი ბარიკადები და პრობლემები დაძლია, ყველა სფერომ ფუნდამეტური და ამავდროულად ნაყოფიერი ცვილებები განიცადა. გატარებული რეფორმები მხოლოდ ჩვენი ხალხის უკეთეს მომავალსა და კეთილდღეობაზე იყო ორიენტირებული. მომდევნო 4 წლის განმავლობაში ჩვენი ხელისუფლებისთვის კვლავ პრიორიტეტული იქნება ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი განვითარება.ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა მაკროეკონომიკურ განვითარებას ეფუძნება.გაგრძელდება ხარჯების ოპტიმიზაციის უწყვეტი პროცესი, რაც მიმართული იქნება სახსრების გამოთავისუფლებაზე და მათ გადანაწილებაზე პრიორიტეტული მიმართულებებით. ამასთან, შეიზღუდება ადმინისტრაციული ხარჯების ზრდა.ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესების კუთხით, გაგრძელდება მეწარმეობის ხელშეწყობის არსებული პროგრამები, მოხდება მათი ოპტიმიზაცია ეფექტიანობის გაზრდის მიმართულებით. „ქართული ოცნება“ გააგრძელებს სტარტაპების აქტიურ მხარდაჭერას.მცირემიწიანი ფერმერებისთვის ამოქმედდება საყოველთაო აგროდაზღვევის პროექტი, აღარ დარჩება მოსავალი, რაც მოსახლეობას მნიშვნელოვან ზარალს ააცილებს“,- განაცხადა თემურ ხუბულურმა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
უილსონი - დიქტატორ ხამენეის დაკრძალვაზე ამერიკის ყველაზე უარესი მოძულეები იკრიბებიან, ოცნების ყალბი პრეზიდენტი ყაველაშვილი ცერემონიალზე დასწრებას გეგმავს
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
თინა ბოკუჩავა – მქონდა ძალიან სერიოზული სინდისის ქენჯნა, რომ ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც არ იყო რეალური
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics