11:43 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-22 08:52:52, 635 ნახვა

პოლიტიკა
ცესკო სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს, მედიაში გავრცელებული ვიდეომასალების შესწავლა დაუყოვნებლივ დაიწყონ

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს, დაუყოვნებლივ დაიწყონ მედიაში გავრცელებული ვიდეომასალების შესწავლა.

როგორც ცესკო-ს განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მედიაში გავრცელებული არც ერთი მასალა არ ყოფილა წარმოდგენილი საარჩევნო ადმინისტრაციაში, რომელიც მისცემდა საარჩევნო ადმინისტრაციას შესაბამის ვადებში განხილვისა და კანონით გათვალისწინებული კომპეტენციის ფარგლებში რეაგირების შესაძლებლობას.

„ზემოაღნიშნულის მიუხედავად ცესკოს მიაჩნია, რომ პირველ რიგში აუცილებელია საფუძვლიანად გამოკვლეულ იქნას თითოეული შემთხვევა - დადგინდეს გამოქვეყნებული ვიდეოების ავთენტურობა, მონაწილე პირების ვინაობა და სხვა ფაქტები. შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს, დაუყოვნებლივ დაიწყონ აღნიშნული ვიდეობის შესწავლა.

საარჩევნო ადმინისტრაცია ასევე, მოუწოდებს ვიდეომასალების ავტორებს, ფრაგმენტებად გავრცელებულ ვიდეომასალებთან დაკავშირებით ითანამშრომლონ სამართალდამცავ უწყებებთან და შესაბამის ორგანოებს წარუდგინონ სრული, უწყვეტი ვიდეო მასალა ობიექტური რეალობის დადგენისა და ადექვატური რეაგირების უზრუნველსაყოფად.

ამასთან, ნიშანდობლივია, რომ №68.79.46 უბნის კომისიის ცალკეულ წარმომადგენლთა ქმედების შესასწავლად, როგორც მოქმედი თანამშრომელების მიმართ, ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიამ უკვე დაიწყო საკითხის შესწავლა,  დისციპლინური წარმოების კუთხით.

აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მსგავს ფაქტებზე აუცილებლად მოახდენს შესაბამის რეაგირებას“, - ნათქვამია ცესკო-ს განცხადებაში.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
უილსონი - დიქტატორ ხამენეის დაკრძალვაზე ამერიკის ყველაზე უარესი მოძულეები იკრიბებიან, ოცნების ყალბი პრეზიდენტი ყაველაშვილი ცერემონიალზე დასწრებას გეგმავს
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
თინა ბოკუჩავა – მქონდა ძალიან სერიოზული სინდისის ქენჯნა, რომ ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც არ იყო რეალური
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics