22:15 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-21 16:23:33, 819 ნახვა

საზოგადოება
რომის პაპმა საქართველოს პრეზიდენტს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში წმინდა საყდრის დესპანი მონსინიორ მარეკ სოლჩინსკი მიიღო.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მონსინიორ სოლჩინსკიმ გიორგი მარგველაშვილს საქართველოში რომის პაპის მნიშვნელოვანი ვიზიტის მაღალ დონეზე ჩატარებისათვის მადლობა გადაუხადა და პაპ ფრანცისკეს მადლობის წერილი პირადად გადასცა.

„მსურს გამოვხატო ჩემი მადლიერება საქართველოში ჩემი ბოლო ვიზიტისას, თქვენი გულითადი მასპინძლობისათვის. მადლიერი ვარ ჩემი ვიზიტის ორგანიზებისას თქვენი და მთავრობის მიერ გაწეული ძალისხმევისათვის, და მადლობას გიხდით ჩემდამი თქვენ მიერ გამოხატული გულისხმიერებისა და სტუმართმოყვარეობისათვის.

ქართველი ხალხის ღრმა რწმენითა და კულტურით შთაგონებული, ყოველთვის დიდი სიყვარულით მოვიგონებ ჩემს სტუმრობას თქვენს ქვეყანაში. იმედი მაქვს, რომ ეს ვიზიტი გააღრმავებს მეგობრულ კავშირს წმინდა საყდარსა და საქართველოს შორის და ხელს შეუწყობს მშვიდობასა და ურთიერთგაგებას მორწმუნე და კეთილგანწყობილ ხალხებს შორის.

ვლოცულობ თქვენი აღმატებულების, თქვენი მეუღლისა და შვილებისათვის, სრულიად საქართველოს ძვირფასი ხალხისათვის და შევავედრებ ყოვლისშემძლე უფალს დალოცოს თქვენი ერი", - აღნიშნულია რომის პაპის წერილში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics