|
2016-10-19 19:31:59, 831 ნახვა
სამხედრო
ლელა ჩიქოვანმა ფინეთის თავდაცვის ატაშეს უმასპინძლა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა ფინეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ იუსსი ვოუტილაინენს უმასპინძლა. ორმხრივი შეხვედრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გაიმართა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. პოლკოვნიკ იუსსი ვოუტილაინენსთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ფინეთის შეიარაღებულ ძალებში გატარებული რეფორმების კუთხით გამოცდილების გაზიარებასაც. ლელა ჩიქოვანმა ფინეთში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მომავალ ვიზიტზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მსგავსი სახის მაღალი დონის ვიზიტები სამხედრო თანამშრომლობის განმტკიცებისათვის კარგი შესაძლებლობაა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)