09:00 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-19 12:03:44, 684 ნახვა

პოლიტიკა
სუბარი: ის პროცენტი რაც მთავრობის შენახვაზე იხარჯება, ბევრად ნაკლებია, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით,  საქართველოში მთავრობის შენახვაზე ბევრად ნაკლები იხარჯება, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.  ამის შესახებ სუბარმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა:

„ოპტიმიზაცია ყოველთვის შესაძლებელია. უნდა ვიცოდეთ, რა შედეგს ველოდებით. ამ ოპტიმიზაციიდან დიდ ფინანსურ შედეგს არ უნდა ველოდოთ. ზოგადად, ადმინისტრაცია იმისთვისაა საჭირო, რომ უფრო ეფექტურად განახორციელოს პოლიტიკა გარკვეულ დარგებში. მთლიანობაში შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში ის პროცენტი, რაც მთავრობის შენახვაზე იხარჯება, ბევრად ნაკლებია, ვიდრე პრაქტიკულად, ნებისმიერ ევროპულ, თუ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. ასე, რომ ამ მხრივ განსაკუთრებული პრობლემები არ დგას“,- აღნიშნა სოზარ  სუბარმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics