08:59 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-18 15:15:53, 703 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტის პრესსპიკერი: ეს არის ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის საოკუპაციო ჯარების აფხაზეთში ლეგალიზებას

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსეთის  სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის მიერ, ოკუპირებულ აფხაზეთთან ე.წ. ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის შეთანხმების რატიფიცირების მხარდაჭერას  გმობს.

პრეზიდენტი ამ ფაქტს გმობს და საქართველოს ტერიტორიის ანექსიისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად აფასებს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიცია მედიას მისმა პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ გააცნო.

 „მოგეხსენებათ ეს არის მოსკოვსა და სოხუმის ე.წ. ხელისფლებას შორის, 2015 წელს ხელმოწერილი დოკუმენტის თანამდევი პროცესის გაგრძელება. რეალურად კი, ეს არის ქმედება რომელიც მიზნად ისახავს, რუსეთის საოკუპაციო ჯარების აფხაზეთში ლეგალიზებას.

 პრეზიდენტი გმობს ამ ფაქტს და საქართველოს ტერიტორიის ანექსიისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად აფასებს, რაც პრეზიდენტის აზრით, საფრთხეს უქმნის არამარტო საქართველოს სუვერენიტეტს, არამედ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას. პრეზიდენტი საერთაშორისო თანამეგობრობას რეაგირებისკენ მოუწოდებს“,-განაცხადა მიშველაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics