07:33 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-18 14:21:41, 925 ნახვა

პოლიტიკა
ხმალაძე: ჩვენი ამომრჩეველი საკმარისად გონიერია იმისათვის, რომ თავად მიიღოს გადაწყვეტილება

"ჩვენი ამომრჩეველი, ვინც ჩვენ გვისმენს, საკმარისად გონიერია იმისათვის, რომ თავად მიიღოს გადაწყვეტილება", - ასე გამოეხმაურა "რესპუბლიკური პარტიის" წევრი ვახტანგ ხმალაძე მოქალაქეების ნაწილის მიმართვას.

როგორც ხმალაძემ "ექსპრესნიუსს" განუცხადა, "რესპუბლიკური პარტია" მსგავსი გადაწყვეტილებისკენ არავის მოუწოდებს.

"მოდით გავშიფროთ ეს მოწოდება, რომ მხარი დაუჭირონ ოპოზიციურ პარტიას. ეს ნიშნავს იმას, რომ ამომრჩევლებმა მხარი დაუჭირონ "ნაციონალურ მოძრაობას". ჩემთვის პირადად ეს მიუღებელია და არ ვემხრობი აღნიშნულ მიმართვას. რამე პარტიული გადაწყვეტილება ამის თაობაზე არ ყოფილა. "რესპუბლიკური პარტია" არავის არ მოუწოდებს", - განაცხადა ხმალაძემ.

ცნობისთვის, საზოგადოების წარმომადგენლები პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს მიმართავენ, რომ თავიანთ მხარდამჭერებს არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის მხარდაჭერისკენ მოუწოდონ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics