15:59 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-12 15:23:45, 623 ნახვა

საზოგადოება
თიბისი ბანკის კამპანიისთვის ირაკლი ჩარკვიანის სიმღერის ახალი ვერსიები შეიქმნა

თიბისი ბანკმა საუკეთესო მომსახურების საკომუნიკაციოდ ახალი კამპანია წამოიწყო, რომლის ინსპირაციის წყარო ირაკლი ჩარკვიანის სიმღერა „მოდი აქ" გახდა.

თიბისი ბანკის საზოგადოებასთან  ურთიერთობის პრესსამსახურის ინფორმაციით,  შეიქმნა სიმღერის 11 ახალი ქავერ ვერსია, რომელთა ნაწილი სოციალურ მედიასა და ტელევიზიაში უკვე გამოჩნდა.

მათივე ცნობით, სპეციალურად ამ კამპანიისთვის შეიქმნა ვებ გვერდიც, სადაც ვიდეორგოლები იქნება განთავსებული.    www.modiaq.ge

იდეა კრეატიულ სააგენტო „Holmes&Watson"-ს ეკუთვნის, ირაკლი ჩარკვიანის სიმღერის ახალ ვერსიებზე კი კომპოზიტორმა გიორგი მახნიაშვილმა იმუშავა.

ცნობისთვის, ახალი კამპანია თიბისი ბანკის  პროექტის „ვინც არ უნდა იყო" გაგრძელებაა.

  ცოტა ხნის წინ, ინტერნეტ სივრცეში ტესტები გამოჩნდა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევდა, 4 კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ გაერკვია, 12 სხვადასხვა ტიპის ადამიანიდან რომელ კატეგორიას განეკუთვნებოდა. შედეგად, ტესტი 12 სხვადასხვა ტიპაჟის ადამიანს ავლენდა: ხელოვანი, გმირი, მზრუნველი, მეამბოხე, ჯადოსნური და სხვა. იდეა ის იყო, რომ თიბისი ბანკი მათ ყველას განურჩევლად საუკეთესო მომსახურებას სთვაზობდა.

„ვინც არ უნდა იყო" კამპანიის გაგრძელებაა 12 არქეტიპის შესაბამისი მუსიკის შექმნაც.

ერთ-ერთ არქეტიპს, ჯადოსნურს ირაკლი ჩარკვიანის ორიგინალური მუსიკა მოერგო, დანარჩენი 11 არქეტიპისთვის კი ამ სიმღერის სხვადასხვა ვერსია შეიქმნა: მათ შორის ჯაზი, რეპი, ოპერა, სოული და ა.შ.

გადაღებებში მონაწილეობა 70-მდე მსახიობმა მიიღო. მეტი ინდივიდუალურობისთვის თითოეული მათგანის იმიჯსა და  ჩაცმულობაზე დიზაინერმა იკა ბობოხიძემ იზრუნა.

სიმღერების სრულ ვერსიებს დაინტერესებული მსმენელი ნოემბრიდან ახალ ალბომში უნდა ელოდოს.

(R)

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics