22:07 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-08 21:45:22, 769 ნახვა

პოლიტიკა
არეშიძე: არ გამოვრიცხავ, მარნეულის ინციდენტი მართლაც ,,ნაციონალების,, მხრიდან ყოფილიყო ორგანიზებული

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მამუკა არეშიძე მარნეულში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. 

„ექსპრესნიუსთან“ საუბრისას, მან არ გამორიცხა, რომ ინციდენტი მართლაც „ნაციონალების“ მხრიდან ყოფილიყო ორგანიზებული: 

„რაც შეეხება მარნეულის ინციდენს, აქ პრობლემა მხოლოდ დღეს არ წარმოქმნილა, ეს რაიონი ეთნიკური უმცირესობებით არის დასახლებული და მეტი სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო. არ გამოვრიცხავ, რომ ინციდენტი მართლაც ,,ნაციონალების" მხრიდან ყოფილიყო ორგანიზებული“,-აღნიშნა მამუკა არეშიძემ.

შეგახსენებთ, მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. 

შსს-ს ინფორმაციით, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილ-აჯლოში პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და ბლოკი „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ მომხრეები 48-ე საარჩევნო უბანზე შეჭრასა და საარჩევნო ყუთის გატაცებას შეეცადნენ ჩამტვრეულია სკოლის შენობის ფანჯრები, სადაც საარჩევნო უბანი იყო გახსნილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics