20:46 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-08 19:33:09, 724 ნახვა

პოლიტიკა
მელია: მოვუწოდებ კომისიის ოპოზიციურად განწყობილ ყველა წევრს, დაიცვან ხმები

საარჩევნო უბნების დახურვამდე სულ რაღაც 40 წუთი დარჩა. უკანასკნელი წლების განმავლობაში ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი 40 წუთი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოზრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ , პარტიის შტაბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

„ამომრჩევლის იმ ნაწილს, რომელსაც ჯერ არ მიუცია ხმა, მოვუწოდებ გამოცხადდნენ საარჩევნო უბნებზე, რათა ეს აგონიაში მყოფი ხელისუფლება, ჩვენ, საზოგადოების უმნიშვნელოვანეს ნაწილთან ერთად 40 წუთში დავამარცხოთ“ -განაცხადა ნიკა მელიამ. 

მისი თქმით, მილიარდელ ივანიშვილს არჩევნები წაგებული აქვს. 

„მას შემდეგ რაც ხმების დათვლის ეტაპი დაიწყება, უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მობილიზებული. ეს არჩევნები მილიარდელ ივანიშვლის წაგებული აქვს, ამიტომაც მოვუწოდებ კომისიის ოპოზიციურად განწყობილ ყველა წევრს, რომ დაიცვან ხმები. დღევანდელი შედეგი ჩვენი ქვეყნის მომავალი ათი წლის ბედს განსაზღვრავს“ - განაცხადა მელიამ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics