05:36 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-06 12:47:36, 1404 ნახვა

სამართალი
სადახლოსა და თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

სადახლოსა და თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 30 სექტემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს (219,75 გრ) ნაკეთობები აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 17,609.92 ლარი შეადგინა. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

„ანალოგიური ფაქტი დაფიქსირდა 1 ოქტომბერს სგპ  ,,თბილისის აეროპორტში“, სადაც არადეკლარირებული ოქროს (816,54 გრ) ნაკეთობები გამოავლინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ  47,366.88 ლარი შეადგინა. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

1 ოქტომბერს, არადეკლარირებული ძვირფასი ლითონის ნაკეთობების კიდევ ერთი ფაქტი გამოვლინდა საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“. მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს (40,65 გრ) ნაკეთობები ბრილიანტის თვლებით აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ  3,658.35 ლარი შეადგინა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, მოქალაქეს, სანქციის სახით  შეეფარდა ფულადი ჯარიმა 3,658.35 ლარის ოდენობით“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics